საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა როგორც ეროვნული კავშირი

21 ოქტომბერი 2019

 ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორის ლევან პატეიშვილის სამართლებრივი მხარდაჭერით, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა როგორც ეროვნული კავშირი. ამ აღიარების შედეგად საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს შეუძლია ქართველი მოკრივეები წარადგინოს საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირებზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო მონიტორინგის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

21 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ადვოკატებთან

08 ოქტომბერი 2018

2018 წლის 05 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო რუმს ჰოტელში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მის აღმატებულება გიორგი მარგველაშვილთან.

ეს საინტერესოა: უზენაესმა სასამართლომ თაღლითობისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების შესახებ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

17 მაისი 2018

საქართველოს უზენაესისასამართლოს სისხლისსამართლის საქმეთაპალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა თაღლითობასა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების შესახებ, რითაც განასხვავა თაღლითობისა დამოტყუებით ქონებრივი დაზიანების საფუძველზე მსჯავრდების შემთხვევები.

ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16 მარტი 2018

იურიდიული კომპანია ,,გეწაძე და პატეიშვილი''-ს მმართველი პარტნიორი ამირან გიგუაშვილი მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს.

ჩვენ კომპანიას ახალი მმართველი პარტნიორი ჰყავს

28 თებერვალი 2017

ჩვენს კომპანიას ახალი მმართველი პარტნიორი ჰყავს. ამირან გიგუაშვილი დამფუძნებელ პარტნიორთა გადაწყვეტილებით კომპანიის მმართელი პარტნიორი  გახდა. 

მმართველი პარტნიორის ამირან გიგუაშვილის საქმიანი ვიზიტი უკრაინაში

28 თებერვალი 2017

ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი ამირან გიგუაშვილი საქმიანი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფებოდა. 

„პრობლემური სესხებისა და აქტივების მართვის სერვისი“

22 იანვარი 2014

იურიდიული კომპანია გეწაძე და პატეიშვილი, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ახალ იურიდიულ მომსახურებას.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა

20 იანვარი 2014

შპს “გეწაძე და პატეიშვილი”-ს პარტნიორი გია გეწაძე, დანიშნულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრად.

გეწაძე და პატეიშვილი მიესალმება სალომე სართანიას დაბრუნებას

12 სექტემბერი 2012

ჩვენი კომპანია მიესალმება სალომე სართანიას მიერ ლეიდენის უნივერსიტეტში ევროპის და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დამთავრებასა და შპს გეწაძე და პატეიშვილ –ში დაბრუნებას. 

ჩვენი კოლეგის საგანმანათლებლო წამოწყება

05 დეკემბერი 2011

იურიდიული კომპანია „გეწაძე და პატეიშვილი“ აღნიშნავს, რომ კომპანიის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი მიწვეულ იქნა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად, იურიდიული მარკეტინგისა და ადვოკატის უნარ-ჩვევების საკითხებზე ლექციების წასაკითხად.

იურიდიული კომპანია „გეწაძე და პატეიშვილი“ მიესალმება კოლეგის დაბრუნებას ვარშავიდან

21 ნოემბერი 2011

იურიდიული კომპანია „გეწაძე და პატეიშვილი“ მიესალმება ჩვენი ადვოკატის თამარ კვინტრაძის დაბრუნებას ვარშავიდან

გეწაძე და პატეიშვილი მიესალმება ახალ თანამშრომელს

28 ოქტომბერი 2011

იურიდიული კომპანია „გეწაძე და პატეიშვილი“-ს გუნდს შეემატა ახალი წევრი, ბატონი გუგა ფაღავა, იურისტი სამოქალაქო და კორპორაციული სამართლის დარგში.

იურიდიული კომპანია „გეწაძე და პატეიშვილი“ მიესალმება კოლეგას პოლონეთიდან

18 ოქტომბერი 2011

იურიდიული კომპანია „გეწაძე და პატეიშვილი“ მიესალმება ქალბატონ იოანა კჟიჟიკოვსკას ვიზიტს საქართველოში. ქალბატონი იოანა წარმოადგენს პოლონურ იურიდიულ კომპანიას „ვალჩინსკი, კალინოვსკი და პარტნიორები“ და იგი გაივლის სამკვირიან სტაჟირებას ჩვენ ოფისში. სამკვირიანი სტაჟირების პერიოდში, ქალბატონ იოანას საშუალება ექნება გაეცნოს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და დაათვალიეროს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები.

გეწაძე და პატეიშვილმა მოიგო სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში

04 ოქტომბერი 2011

2011 წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე, სადაც მოპასუხეების გურამ ქაცანაშვილის და პაატა ნუცუბიძის ინტერესებს იცავდა შპს „გეწაძე და პატეიშვილი“, დავის საგანს წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურება თანხით 76 376,53 ლარი. 

გეწაძე და პატეიშვილი მიესალმება ახალ თანამშრომელს

20 ივლისი 2011

იურიდიული კომპანია „გეწაძე და პატეიშვილი“-ს გუნდს შეემატა ახალი წევრი, ადვოკატის თანაშემწე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დარგში - ბატონი გიორგი გიგუაშვილი. 

ახალი სათამაშო დაწესებულება ქართულ ბაზარზე

06 ივლისი 2011

გეწაძე და პატეიშვილი გაცნობებთ, რომ სათამაშო ბიზნესს ქართულ ბაზარზე შეემატა ახალი კომპანია შპს “ჯეობეთს”-ის სახით. “ჯეობეთსი” წარმოადგენს ტოტალიზატორს, რომელიც მოიცავს ინტერნეტ-ტოტალიზატორსა და ინტერნეტ-კაზინოს. იურიდიული კომპანია გეწაძე და პატეიშვილი აქტიურად მონაწილეობდა “ჯეობეთსი”-ს დაფუძნებასა და მის შემდგომ მართვაში. 

გეწაძე და პატეიშვილი მიესალმება ახალ თანამშრომელს

04 ივლისი 2011

იურიდიული კომპანია „გეწაძე და პატეიშვილი“-ს გუნდს შეემატა ახალი წევრი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დარგში - ქ-ნ თამარ ჭაჭუა. 

გეწაძე და პატეიშვილი ულოცავს იურიდიული კლინიკის სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულებას.

28 აპრილი 2011

გეწაძე და პატეიშვილის ბაზაზე შექმნილმა იურიდიული კლინიკის პირველმა ნაკადმა წარმატებით გაიარა 4 თვიანი პროგრამით გათვალისწინებული კურსი და 2011 წლის 28 აპრილს შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა კავკასიის უნივერსიტეტში.

გრძელდება იურიდიულ კლინიკაზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადა

09 მარტი 2011

იურიდიული კლინიკა გაცნობებთ, რომ კლინიკის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა გრძელდება 2011 წლის 15 მარტამდე.

განახლდა რეგისტრაცია იურიდიული კლინიკის პროგრამაზე

25 თებერვალი 2011

გაცნობებთ, რომ დაიწყო იურიდიული კლინიკის პროგრამაზე კავკასიის უნივესიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტთა მეორე ნაკადის მიღება.

ახალი პარტნიორობის ხელშეკრულება ჩინურ იურიდიულ ფირმასთან

17 დეკემბერი 2010

ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა და უდიდესი ექსპორტიორია. ქართული კომპანიების რიცხვი რომლებიც ჩინეთთან ამყარებენ ბიზნეს კავშირებს დღითიდღე იზრდება, რაც თავისთავად ზრდის მოთხოვნილებას როგორც ჩინეთში ასევე საქართველოში, მაღალი დონის იურიდიულ მომსახურებაზე და ზოგადად იურიდიულ კომპანიაზე, რომელსაც მჭიდრო კონტაქტები აქვს პარტნიორ ქვეყანაში.

გეწაძე და პატეიშვილი ახალ სფეროს სთავაზობს მომხმარებელს - ბიზნეს კონსალტინგი

22 ნოემბერი 2010

ჩვენ ეფექტურად ვჭრით პრობლემებს ვიყენებთ რა კველვების მრავალსახეობას. ვიკვლევთ პრობლემებს სიღრმისეულად, ვაანალიზებთ მათ სათავესა და წარმოშობის მიზეზებს და ვაძლევთ კლიენტებს კონკრეტულ რეკომენდაციებსა და რჩევებს.

გეწაძე და პატეიშვილი მიესალმება თეო წოწოლაშვილის დაბრუნებას

22 ნოემბერი 2010

კომპანია "გეწაძე და პატეიშვილი" მიესალმება ჩვენი პოექტების მენეჯერის თეო წოწოლაშვილის მიერ როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის, ეკონომიკის სკოლის, ეკონომიკისა და ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დამთავრებას და შპს გეწაძე და პატეიშვილი-ში დაბრუნდებას. 

პოლონური ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

19 ნოემბერი 2010

18-20 ნოემბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა მეტად საინტერესო ბიზნეს სემინარი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, პოლონურ ექსპორტიორთა ასოციაციისა და კომპანია "ევროასოციაცი"-ის ორგანიზებით. პოლონელ ბიზნესმენთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა პოლონეთის ეკონომიკის მინისტრი ქალბატონი გრაცინა ჰენცლევსკა. გეწაძე და პატეიშვილი ესწრებოდა აღნიშნულ სემინარებს და მონაწილეობას იღებდა პოლონელ ბიზნესმენებთან შეხვედრებში, რომელთაც სურთ საქართველოში ბიზნესის დაწყება. პოლონურ კომპანიათა შორის წარმოდგენილნი იყვნენ კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ შემდეგ სფეროებში: ავეჯის წარმოება, ავტომობილების წარმოება, მშენებლობა, პროდუქტების წარმოება, დაზღვევა, ფოლადის წარმოება და ა.შ.

გეწაძე და პატეიშვილი-ს ოფიციალური გვერდი Twitter-ზე

17 ნოემბერი 2010

დღეიდან გეწაძე და პატეიშვილი-ს ოფიციალური გვერდის ხილვა უკვე შესაძლებელი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე სოციალურ ქსელ Twitter-ზე. გეწაძე და პატეიშვილი-ს გვერდი Twitter-ზე შესაძლებლობას მოგცემთ სოციალური შეტყობინებების საშუალებით თვალყური ადევნოთ კომპანიაში მიმდინარე პროცესებს, გაეცნოთ სიახლეებს და მიიღოთ ინფორმაცია ახალი პუბლიკაციების შესახებ. 

ახალი მომსახურების სფერო _ ინვესტიციების მართვა

15 ნოემბერი 2010

გეწაძე და პატეიშვილი არ ჩამორჩება ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებსა და პროგრესს და სთავაზობს კლიენტებს მომსახურების გაწევას დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ – ინვესტიციების მართვის სფეროში. 

თანამშრომლობის ხელშეკრულება პოლონურ იურიდიულ კომპანიასთან

08 ნოემბერი 2010

გეწაძე და პატეიშვილი ყოველთვის მხარს უბამდა საქართველოში განვითარებულ დადებით პროცესებს. ჩვენი კომპანია მომზადებული შეხვდა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მკვეთრ ზრდას და დღესდღეობით ჩვენი გუნდი ინვესტორებს თავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას.

იურიდიული კლინიკის პირველი ნაკადი

08 ნოემბერი 2010

2010 წლის 8 ნოემბერს იურიდიულმა კლინიკამ მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი ნაკადი და შეუდგა ფუნქციონირებას. ამჟამად, იურიდიული კლინიკის პროგრამაში მონაწილეობას იღებენ კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ორი სტუდენტი – თარაშ დაუშვილი და ნინო ჯინჭარაძე და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი – გიორგი გოცაძე. ჩვენი იურიდიული კომპანია უსურვებს სტუდენტებს ნაყოფიერ პრაქტიკულ კურსს და პროგრამის წარმატებით დასრულებას. 

"გეწაძე და პატეიშვილი" აფართოებს მომსახურების სფეროს

27 ოქტომბერი 2010

იურიდიული კომპანია "გეწაძე და პატეიშვილი" აფართოებს მომსახურების სფეროს და ახლა უკვე გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას სისხლის სამართალის დარგში. 

დაიწყო რეგისტრაცია იურიდიული კლინიკის პროგრამაზე

20 სექტემბერი 2010

დაიწყო რეგისტრაცია იურიდიული კლინიკის პროგრამაზე გაცნობებთ, რომ დაიწყო იურიდიული კლინიკის პროგრამაზე კავკასიის უნივესიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტთა მიღება. 

გეწაძე და პატეიშვილის წვლილი მსოფლიო ბანკის პროექტში "ინვესტიცია საზღვრებს გარეთ 2010"

20 სექტემბერი 2010

ფინანსური და კერძო სექტორის განვითარების, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა მადლობა გადაუხადა გეწაძე და პატეიშვილის თანამშრომლებს კონსტანტინე ერისთავსა და სალომე სართანიას მათ მიერ შეტანილი წვლილისათვის მსოფლიო ბანკის პროექტში "ინვესტიცია საზღვრებს გარეთ 2010".

გეწაძე და პატეიშვილი მიესალმება კონსტანტინე ერისთავის დაბრუნებას

07 სექტემბერი 2010

ჩვენი კომპანია მიესალმება კონსტანტინე ერისთავის მიერ ედინბურგის უნივერსიტეტში საერთაშორისო კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დამთავრებასა და შპს გეწაძე და პატეიშვილ –ში დაბრუნებას. კონსტანტინე ერისთავმა გაიარა ერთწლიანი სამაგისტრო კურსი საერთაშორისო კომერციული სამართლის სპეციალიზაციით.

ჩვენი ოფისი უსურვებს კონსტანტინეს წარმატებებსა და წინსვლას კარიერაში. 

ბერლინის კონფერენცია

22 ივლისი 2010

2010 წლის 14-17 ივლისს, ბერლინში გაიმართა საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტის შემმუშავებელი კონფერენცია – Berlin - Conference

ინვესტიცია აჭარაში

08 ივლისი 2010

შპს "გეწაძე და პატეიშვილი" გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას და ინვესტიციების მართვას ბათუმში.

იურიდიული განათლების ხელშეწყობა

08 აპრილი 2010

2010 წლის 7 აპრილს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ერთის მხრივ, კავკასიის უნივერსიტეტსა და მეორეს მხრივ, გეწაძე და პატეიშვილს შორის, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი პროგრამის – იურიდიული კლინიკის განხორციელებას.

ჩვენი კოლეგის ნაშრომი

15 მარტი 2010

ჩვენმა იურისტმა, თამარ კვინტრაძემ გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი ინგლისურ ენაზე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები

03 იანვარი 2010

გეწაძე და პატეიშვილის  პარტნიორი არჩეულ იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრად

გია გეწაძის ინტერვიუ

17 დეკემბერი 2009

გია გეწაძის ინტერვიუ კონსტიტუციურ საკითხებზე, გაზეთი 24 საათი

დილატო – ახალი ფიტნეს კლუბი საქართველოს ბაზარზე

12 ნოემბერი 2009

დილატო ფიტნეს კლუბი დაფუძნდა იურიდიული კომპანია გეწაძე და პატეიშვილი-ს სამართლებრივი დახმარებით. ფიტნეს კლუბი ოფიციალურად გაიხსნა 2009 წლის 10 ნოემბერს.

საქართველოს მოქალაქე მანანა კურტანიძე ტილბურგის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ

23 ოქტომბერი 2009

2009 წლის თებერვალში გეწაძე და პატეიშვილი-ს მიერ მომზადებულ იქნა სამართლებრივი დასკვნა პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით 1994 წლის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.