„პრობლემური სესხებისა და აქტივების მართვის სერვისი“

22 იანვარი 2014

ჩვენი კომპანიის კვალიფიციური იურისტები, მოახდენენ იმ სასესხო ვალდებულებების მართვას, რომელიც პრობლემურია როგორც მოვალის, ისე კრედიტორისათვის.

დღეს ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარეებს შორის არსებობს ფულადი ვალდებულება, მაგრამ ვერ ხდება მისი მართვა, ანუ დროულად გადახდა ან გადახდისათვის საჭირო გონივრული ვადის დადგენა.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისი სრულიად განსხვავებულია ანალოგიური ტიპის მომსახურებისგან, ვინაიდან ჩვენი სერვისი გულისხმობს არა მხოლოდ კრედიტორის ინტერესების დაცვას, არამედ მოვალის მომსახურებას. შესაბამისად ჩვენთან მომართვა შეუძლიათ როგორც კრედიტორებს, ისე მოვალეებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეებს შორის მხოლოდ ზეპირი შეთანხმების ფარგლებშია სესხი გაცემული, ჩვენი იურისტები უზრუნველყოფენ კანონით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რათა მოხდეს კრედიტორის ინტერესების დაცვა და გაცემული სესხის დროული დაბრუნება.

ხოლო თუ თქვენ გაქვთ ფულადი ვალდებულება და ადგილი აქვს შანტაჟს და მუქარას კრედიტორის მხრიდან, ჩვენი იურისტები დაიცავენ თქვენს ინტერესებს და შეეცდებიან მაქსიმალური შეღავათების მიღწევას თქვენს სასარგებლოდ.

დღეს ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც თქვენ შესაძლოა გქონდეთ გარკვეული აქტივები სხვადასხვა საწარმოებში, კომპანიებში, მაგრამ სხვა პარტნიორების მიერ არ გეძლეოდეთ საშუალება ისარგებლოთ ამ აქტივებით და იღებდეთ სარგებელს.

ჩვენ დაგეხმარებით გამოიყენოთ კანონით მინიჭებული უფლებები და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოთ თქვენი წილის მართვაში. ჩვენ ასევე დაგეხმარებით დაიბრუნოთ იძულებით გაჩუქებული თუ ჩამორთმეული ქონება და მატერიალური აქტივები.

ხართ მოვალე?

ხართ კრედიტორი?

გაქვთ აქტივები და ქონება რომლითაც ვერ სარგებლობთ?

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი პრობლემების გადაწყვეტაში.