კორპორაციული მართვა
კორპორაციული მართვა განსაზღვრავს სამართლებრივ ურთიერთობას კომპანიის პარტნიორებს, მენეჯმენტსა და დირექტორთა საბჭოს შორის, რომლებიც უძღვებიან კომპანიის საქმიანობას. კორპორაციული მართვა აგვარებს საკითხებს რომლებიც წარმოიშობა მართვისა და კონტროლის გადანაწილების შედეგად, და ამყარებს სამართლებრივ ურთიერთობებს პარტნიორებსა და მენეჯერებს შორის. კორპორაციული მმართველობის პრინციპები არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოებისათვის, ასევე კორპორაციებისა და ოჯახის ბიზნესისათვის. მხოლოდ კარგ მმართველობას შეუძლია მოგვცეს კარგი შედეგი ბიზნესში.
იურიდიული კომპანია გეწაძე და პატეიშვილი აქტიურად არის ჩართული კორპორაციული მმართველობის საკითხების რეგულირებაში და იურიდიულ მომსახურებას უწევს კომპანიებს ფინანსურ საკითხებთან, კომპანიის შიგნით პარტნიორთა ინტერესების უკეთესად დაცვასთან, ხმის მიცემის უფლებებთან დაკავშირებით. ჩვენი ადვოკატები კონცენტრირებულნი არიან გაუწიონ იურიდიული დახმარება კომპანიებს უამრავ შიდა და გარე საკითხებთან დაკავშირებით.
იურიდიული კომპანია გეწაძე და პატეიშვილი კორპორაციული მართვის სფეროში ეხმარება კომპანიის მენეჯმენტს მიაღწიონ მათთვის სასურველ მიზანს.
სიახლეები
შპს გეწაძე და პატეიშვილი
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა როგორც ეროვნული კავშირი21 2019 ოქტომბერი
„პრობლემური სესხებისა და აქტივების მართვის სერვისი“22 2014 იანვარი
გრძელდება იურიდიულ კლინიკაზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადა09 2011 მარტი