Tbilisi, Vakhtang Ninua street N 3

English Russian

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

გეწაძე და პატეიშვილი წარმოადგენს მდიდარი ტრადიციების მქონე კვალიფიციური მომსახურების იურიდიულ კომპანიას


ფირმის მიმოხილვა

გეწაძე და პატეიშვილი არის დამოუკიდებელი იურიდიული კომპანია, რომელიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში.

დღეისათვის შპს გეწაძე და პატეიშვილი გახლავთ ცნობილი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ლობისტური მომსახურების სფეროში, რაც კლიენტის შედეგზე არის ორიენტირებული.

პრო ბონო

იურიდიულ კომპანია გეწაძე და პატეიშვილის სამოქმედი სფეროს წარმოადგენს პრო – ბონო(საზოგადოებრივად სასარგებლო) საქმიანობის აქტიური განხორციელება.

ჩვენი კომპანია თვლის, რომ სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, საჭიროა პრო – ბონო საქმიანობის ფარგლებში უფასო იურიდიული დახმარება გავუწიოთ გარკვეული კატეგორიის სოციალურ ჯგუფებს და ამ გზით ხელი შევუწყოთ სამართლებრივი დახმარების სისტემის ჩამოყალიბებას.

იურიდიული კლინიკა

იურიდიული კლინიკა წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტისა და გეწაძე და პატეიშვილის ერთობლივ პროგრამას, რომელიც მიმართულია კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტების პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობაში ჩართვისა და მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევის გამომუშავებისაკენ. პროგრამა დაიგეგმა და მომზადდა ერთის მხრივ კავკასიის უნივერსიტეტის და მეორეს მხრივ გეწაძე და პატეიშვილის ძალისხმევით.

პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან: 3 თვე - ონლაინ სწავლა (მოსამზადებელი პერიოდი) და 3 თვე - ინტენსიური პრაქტიკული კურსი.

იურიდიული კლინიკის პროგრამა მოიცავს შემდეგ პრაქტიკულ საკითხებს: პროფესიული ეთიკა; კლიენტის კონსულტირება; სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება; ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები; სასამართლოში წარმომადგენლობა;

იურიდიული კლინიკის პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტები, რომელთაც გავლილი აქვთ მაგისტრატურაში არანაკლებ 40 კრედიტი და ბაკალავრიატში არანაკლებ 180 კრედიტი.