მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის
იურიდიული კლინიკა წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტისა და გეწაძე და პატეიშვილის ერთობლივ პროგრამას, რომელიც მიმართულია კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტების პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობაში ჩართვისა და მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ. პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან: 1 თვე - ონლაინ სწავლება (მოსამზადებელი პერიოდი) და 3 თვე - ინტენსიური პრაქტიკული კურსი.
იურიდიული კლინიკის პროგრამა მოიცავს შემდეგ პრაქტიკულ საკითხებს: პროფესიული ეთიკა; კლიენტის კონსულტირება; სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება; ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები; სასამართლოში წარმომადგენლობა.
იურიდიული კლინიკის პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტები, რომელთაც გავლილი აქვთ მაგისტრატურაში არანაკლებ 40 კრედიტი და ბაკალავრიატში არანაკლებ 180 კრედიტი.
26 სექტემბერი 2011
გაცნობებთ, რომ დაიწყო იურიდიული კლინიკის პროგრამაზე კავკასიის უნივესიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტთა მესამე ნაკადის მიღება.
23 აპრილი 2010
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იურიდიული კლინიკის ვებ-გვერდზე!აღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით, თქვენ საშუალება გეძლევათ დარეგისტრირდეთ იურიდიული კლინიკის პროგრამაზე და თვალყური ადევნოთ კლინიკაში...