საკონსტიტუციო სამართალი
1994 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 1996 წელს დაფუძნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. აღნიშნულმა კონსტიტუციამ გააუქმა ის კანონები და სამართლებრივი აქტები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენი იურიდიული კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი ბატონი გია გეწაძე აქტიურად იღებდა მონაწილეობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის შემუშავებაში და საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მთავარ თანაშემწედ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობდა თბილისში, თუმცა 2007 წლის 1 იანვრიდან მდებარეობს ქ.ბათუმში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოების გარდა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ ასევე მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
ჩვენ გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სამართლის საკითხებს.
ჩვენ მოვამზადებთ საკონსტიტუციო საჩივრებს და წარვადგენთ მათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თქვენი ინტერესების დასაცავად.
სიახლეები
შპს გეწაძე და პატეიშვილი
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა როგორც ეროვნული კავშირი21 2019 ოქტომბერი
„პრობლემური სესხებისა და აქტივების მართვის სერვისი“22 2014 იანვარი
გრძელდება იურიდიულ კლინიკაზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადა09 2011 მარტი