პრო ბონო
იურიდიულ კომპანია გეწაძე და პატეიშვილის სამოქმედი სფეროს წარმოადგენს პრო–ბონო (საზოგადოებრივად სასარგებლო) საქმიანობის აქტიური განხორციელება.
ჩვენი კომპანიის მიერ პრო – ბონო საქმიანობის მთავარ მიმართულებად არჩეულ იქნა დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხები, რომელიც მოითხოვს სამართლებრივ მხარდაჭერას, სანამ სამართლებრივი დახმარების და სოციალური დაცვის სისტემა არ დამკვიდრდება საქართველოში. დღეისათვის, სამართლებრივი დახმარება მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის არ არის ხელმისაწვდომი, ხოლო კანონპროექტი სამართლებრივი დახმარების შესახებ დამუშავების პროცესშია.
ჩვენი კომპანია თვლის, რომ სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, საჭიროა პრო – ბონო საქმიანობის ფარგლებში უფასო იურიდიული დახმარება გავუწიოთ გარკვეული კატეგორიის სოციალურ ჯგუფებს და ამ გზით ხელი შევუწყოთ სამართლებრივი დახმარების სისტემის ჩამოყალიბებას.
კომპანიის მიერ პრო – ბონო საქმიანობის განხორციელებისათვის არჩეულ იქნა შემდეგი 2 სფერო:
ტრეფიკინგი
ოჯახური ძალადობა
ტრეფიკინგი, როგორც საერთაშორისო დანაშაული მსოფლიო პრობლემაა. ხშირად, საქართველო არა მხოლოდ ტრანზიტული სახელმწიფოს ფუნქციას ასრულებს, არამედ საკუთარი მოქალაქეები გვევლინებიან აღნიშნული დანაშაულის მსხვერპლის როლში. სწორედ ამ პრობლემის მნიშვნელობამ განაპირობა ცვლილებების შეტანის საჭიროება საქართველოს კანონმდებლობაში. 2006 წელს მიღებულ იქნა კანონი ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის წინააღმდეგ) ბრძოლის შესახებ და ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ამასთანავე საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და გაეროს კონვენციის ოქმი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.
დღეისათვის, საქართველო აქტიურად არის ჩართული ტრეფიკინგთან ბრძოლის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში. აშკარაა, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ადამიანებით ვაჭრობის ფაქტები გაიზარდა და შესაბამისად, ტრეფიკინგის მსხვერპლთა რიცხვმაც იწყო ზრდა.
ამასთანავე, დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გაჩნდა ტრეფიკინგის დანაშაულის გამოვლენა-გახსნასა და მსხვერპლთა დაცვასთან დაკავშირებით. ცნობილი ფაქტია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლნი მიეკუთვნებიან განსხვავებული კატეგორიის ადამიანებს და სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენ ვიცავთ მათ ინტერესებს მორალური, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების კუთხით და ხელს ვუწყობთ მათ რეაბილიტაციას.
იურიდიული კომპანია გეწაძე და პატეიშვილი ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო დაწესებულებასთან. ჩვენი მომსახურება პრო – ბონო საქმიანობის ფარგლებში მოიცავს მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების გაწევას, მათი ინტერესების წარმოჩენასა და დაცვას სასამართლოს ყველა ინსტანციაში და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების წინაშეც. ამასთან ერთად, პრო–ბონო საქმიანობის ფარგლებში, კს გეწაძე და პატეიშვილი უწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ.
პრო – ბონო საქმიანობის მთავარი იდეა არის კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წარმომადგენლებისათვის, რომელთაც არა აქვთ ფინანსური შესაძლებლობა ისარგებლონ კვალიფიციური იურიდიული კომპანიების მომსახურებით.
სიახლეები
შპს გეწაძე და პატეიშვილი
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა როგორც ეროვნული კავშირი21 2019 ოქტომბერი
„პრობლემური სესხებისა და აქტივების მართვის სერვისი“22 2014 იანვარი
გრძელდება იურიდიულ კლინიკაზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადა09 2011 მარტი
სტატიები
ჩვენი თანამშრომლების სტატიები
“საჯარო შესრულება”, როგორც ავტორის ქონებრივი უფლება. მისი შეზღუდვები და სანქციები 29 2011 ივლისი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმსაზღვრელი ფაქტორები განვითარებად ქვეყნებში (English)06 2010 დეკემბერი
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი ციფრულ სამყაროში (English)24 2010 ივნისი
პარტნიორი კომპანიები
გეწაძე და პატეიშვილის თანამშრომლობის ქსელი
იურიდიული კლინიკა
იურიდიული განათლების ხელშეწყობა
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის