შპს გეწაძე და პატეიშილი, არდონის ქუჩა # 3.თბილისი

English Russian

ინტელექტ. სამართალი

პრაქტიკა

ინტელექტუალური საკუთრება


ინტელექტუალური საკუთრება

ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს ინტელექტუალური საკუთრების სამართალში, კერძოდ: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა რეგისტრაციისათვის დოკუმენტების მომზადებას, რეგისტრაციას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ “საქპატენტში” და იმ დოკუმენტთა მომზადებასა და რეგისტრაციას, რომელიც მოითხოვება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაყიდვის ან გადაცემისათვის. ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს საქართველოს სასამართლოებსა და კერძო არბიტრაჟში.

იურიდიული კომპანია გეწაძე და პატეიშვილი გასწევს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში შემდეგ იურიდიულ მომსახურებას:

დოკუმენტაციის წარმოება და წარდგენა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების ცენტრებში ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოსაპოვებლად ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა გამოგონებები, სასარგებლო მოდელები (საერთაშორისო განაცხადების ჩათვლით), სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები (საერთაშორისო რეგისტრაციის ჩათვლით).  

სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება ინტელექტუალური საკუთრების ავტორებს, კლიენტსა და მესამე პირებს შორის.

საჩივრების მომზადება დავების გადასაჭრელად და სასამართლოსა და არბიტრაჟში წარმომადგენლობა დარღვეული უფლებების აღსადგენად.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების კომერციული ღირებულების დადგენა.

არაჯანსაღი კონკურენციის შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა.

ლიცენზიის აღება და სხვა სახის მომსახურება.