ფირმის მიმოხილვა
გეწაძე და პატეიშვილი არის დამოუკიდებელი იურიდიული კომპანია, რომელიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში.
გეწაძე და პატეიშვილი აგრძელებს წარმოადგენს შპს პარტნიორის მემკვიდრეს. შპს პარტნიორი დაარსდა ორი წამყვანი იურიდიული ფირმის შერწყმის შედეგად 2004 წელს, თბილისში. საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად მოხდა შპს პარტნიორის ლიკვიდაცია და ჩამოყალიბდა როგორც კს გეწაძე და პატეიშვილი, ხოლო შემდგომში საქმიანობას აგრძელებს როგორც შპს გეწაძე და პატეიშვილი.
დღეისათვის შპს გეწაძე და პატეიშვილი გახლავთ ცნობილი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ლობისტური მომსახურების სფეროში, რაც კლიენტის შედეგზე არის ორიენტირებული.
ჩვენ მივისწრაფვით შედეგისაკენ მთელი პასუხისმგებლობით. გასული წლების განმავლობაში ჩვენი ადვოკატები მუშაობდნენ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორში, შესაბამისად აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში. ჩვენ ვმონაწილეობდით საკანონმდებლო აქტების მიღებაში, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა კომუნისტური პერიოდის კანონმდებლობა, კერძოდ კი: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, პოლიტიკური პარტიების შესახებ, მეწარმეთა შესახებ, საერთო სასამართლოების შესახებ, გაკოტრების შესახებ, ლიცენზიების შესახებ, ადვოკატთა შესახებ, საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი…და ა.შ.
გეწაძე და პატეიშვილი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან. ჩვენს პროფესიონალთა გუნდს გააჩნია, როგორც საჯარო და კერძო სექტორში, ასევე საერთაშორისო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. ჩვენი მრავალფეროვანი და უნიკალური გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას გავუწიოთ ჩვენს კლიენტებს სწრაფი, კვალიფიციური და ეფექტური მომსახურება, რაც მათი წარმატების საწინდარია.
სიახლეები
შპს გეწაძე და პატეიშვილი
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა როგორც ეროვნული კავშირი21 2019 ოქტომბერი
„პრობლემური სესხებისა და აქტივების მართვის სერვისი“22 2014 იანვარი
გრძელდება იურიდიულ კლინიკაზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადა09 2011 მარტი
პარტნიორი კომპანიები
გეწაძე და პატეიშვილის თანამშრომლობის ქსელი
სტატიები
ჩვენი თანამშრომლების სტატიები
“საჯარო შესრულება”, როგორც ავტორის ქონებრივი უფლება. მისი შეზღუდვები და სანქციები 29 2011 ივლისი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმსაზღვრელი ფაქტორები განვითარებად ქვეყნებში (English)06 2010 დეკემბერი
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი ციფრულ სამყაროში (English)24 2010 ივნისი