უძრავი ქონება
ჩვენს იურიდიულ კომპანიას აქვს უძრავი ქონების სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. ჩვენი იურისტები აქტიურად მუშაობენ უძრავი ქონების ქირავნობის, იჯარის ხელშეკრულებებზე, გასწევენ სამართლებრივ კონსულტაციებს იპოთეკის საკითხებზე ისეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, როგორიცაა საოფისე შენობები, საწარმოები, საცხოვრებელი ბინები, სასტუმროები, ბანკის ფილიალები და ა.შ. იურიდიული კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურების სფერო მოიცავს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა სამართლებრივ საკითხს. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ გავთვალოთ და თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო სამართლებრივი საფრთხე. ჩვენი იურისტები წარმოადგენენ ჩვენს კლიენტებს, რომლებიც არიან დამქირავებლები და გამქირავებლები, მოიჯარეები და მეიჯარეები, ფინანსური ინსტიტუტები, ბანკები და ა.შ. ჩვენი გამოცდილი იურისტები ყოველთვის მზად არიან გაგიწიოთ სამართლებრივი დახმარება აღნიშნულ სფეროში.
სიახლეები
შპს გეწაძე და პატეიშვილი
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა როგორც ეროვნული კავშირი21 2019 ოქტომბერი
„პრობლემური სესხებისა და აქტივების მართვის სერვისი“22 2014 იანვარი
გრძელდება იურიდიულ კლინიკაზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადა09 2011 მარტი