განახლდა რეგისტრაცია იურიდიული კლინიკის პროგრამაზე

25 თებერვალი 2011

გაცნობებთ, რომ დაიწყო იურიდიული კლინიკის პროგრამაზე კავკასიის უნივესიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტთა მეორე ნაკადის მიღება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ მაგისტრატურაში არანაკლებ 40 კრედიტი და ბაკალავრიატში არანაკლებ 180 კრედიტი.

პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით ან "გეწაძე და პატეიშვილი"-ს ოფისში განცხადების შევსებით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 10 მარტი.