საქართველოს მოქალაქე მანანა კურტანიძე ტილბურგის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ

23 ოქტომბერი 2009

2009 წლის თებერვალში გეწაძე და პატეიშვილი-ს მიერ მომზადებულ იქნა სამართლებრივი დასკვნა პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით 1994 წლის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. სამართლებრივი დასკვნა მომზადდა ერთ-ერთი ჩვენი კლიენტის, ქალბატონი მანანა კურტანიძისათვის, რომელმაც აღნიშნული დასკვნა წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ტილბურგში, ჰოლანდიაში. ქალბატონმა მანანა კურტანიძემ სარჩელი ტილბურგის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ შეიტანა 2009 წლის 12 თებერვალს. იგი ასაჩივრებდა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას მისი 16.080,33 ევროს ოდენობით დაჯარიმების შესახებ, რომელიც მან მანამდე მიიღო სოციალური დახმარების სახით.  2009 წლის 21 ოქტომბერს სასამართლომ დააკმაყოფილა მანანა კურტანიძის სარჩელი და გამოიტანა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ, რომელსაც საფუძვლად დაედო გეწაძე და პატეიშვილის სამართლებრივი დასკვნა.