საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ადვოკატებთან

08 ოქტომბერი 2018

2018 წლის 05 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო რუმს ჰოტელში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მის აღმატებულება გიორგი მარგველაშვილთან. შეხვედრა მიეძღვნა 2004-2012 წლებში პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადვოკატების და პოლიტპატიმრების რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის შედეგების შეჯამებას

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი ამირან გიგუაშვილი, რომელიც ამავე დროს არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე.

ამირან გიგუაშვილის მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების და იურიდიული წრეების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იურიდიული კომპანია გეწაძე და პატეიშვილი ულოცავს ამირან გიგუაშვილს, ასეთ წარმატებას საზოგადოებრივ ასპარეზზე.