დაიწყო რეგისტრაცია იურიდიული კლინიკის პროგრამაზე

20 სექტემბერი 2010

დაიწყო რეგისტრაცია იურიდიული კლინიკის პროგრამაზე გაცნობებთ, რომ დაიწყო იურიდიული კლინიკის პროგრამაზე კავკასიის უნივესიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტთა მიღება. 

 პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ მაგისტრატურაში არანაკლებ 40 კრედიტი და ბაკალავრიატში არანაკლებ 180 კრედიტი. 

 პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით ან "გეწაძე და პატეიშვილი"-ს ოფისში განცხადების შევსებით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.