დილატო – ახალი ფიტნეს კლუბი საქართველოს ბაზარზე

12 ნოემბერი 2009

დილატო ფიტნეს კლუბი დაფუძნდა იურიდიული კომპანია გეწაძე და პატეიშვილი-ს სამართლებრივი დახმარებით. ფიტნეს კლუბი ოფიციალურად გაიხსნა 2009 წლის 10 ნოემბერს.

დილატო ეხმარება ბევრ ადამიანს მიაღწიოს ჯანსაღი ცხოვრების დადებით მხარეებს. კლუბი ღიაა ნებისმიერი ფიზიკური მომზადების ადამიანისათვის, გამოირჩევა ინოვაციური ფიტნეს მოწყობილობებით, მაღალი ხარისხის სერვისითა და ინდივიდუალური მიდგომით. დილატო ფიტნეს კლუბი სთავაზობს კლიენტებს კარდიო და ძალოვან ვარჯიშებს და ნებისმიერი სიდიდის კომპანიებს სპეციალურ კორპორაციულ პროგრამას.

საკონტაქტო მონაცემები:

მისამართი: პეკინის გამზ. 5/II, მე-4 სართული, 0171 თბილისი

ტ.: + 995(32) 36 56 76