იურიდიული კომპანია „გეწაძე და პატეიშვილი“ მიესალმება კოლეგას პოლონეთიდან

18 ოქტომბერი 2011

იურიდიული კომპანია „გეწაძე და პატეიშვილი“ მიესალმება ქალბატონ იოანა კჟიჟიკოვსკას ვიზიტს საქართველოში. ქალბატონი იოანა წარმოადგენს პოლონურ იურიდიულ კომპანიას „ვალჩინსკი, კალინოვსკი და პარტნიორები“ და იგი გაივლის სამკვირიან სტაჟირებას ჩვენ ოფისში. სამკვირიანი სტაჟირების პერიოდში, ქალბატონ იოანას საშუალება ექნება გაეცნოს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და დაათვალიეროს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები.

ნოემბერში, ჩვენი კოლეგა თამარ კვინტრაძე გაივლის ანალოგიურ სტაჟირებას პოლონეთში, იურიდიულ კომპანია „ვალჩინსკი, კალინოვსკი და პარტნიორების“ ოფისში.

ჩვენ გვჯერა, რომ სტაჟირების განმავლობაში მიღებული ცოდნა იქნება სასარგებლო მათი შემდგომი პროფესიული განვითარებისათვის. კომპანიებს შორის განხორციელებული თანამშრომელთა გაცვლა უფრო გააფართოებს და გააძლიერებს ურთიერთობებს ხსენებულ კომპანიებს შორის.