ჩვენ კომპანიას ახალი მმართველი პარტნიორი ჰყავს

28 თებერვალი 2017

ჩვენს კომპანიას ახალი მმართველი პარტნიორი ჰყავს. ამირან გიგუაშვილი დამფუძნებელ პარტნიორთა გადაწყვეტილებით კომპანიის მმართელი პარტნიორი  გახდა. ამირან გიგუაშვილს აქვს ხანგრძლივი და წარმატებული იურიდიული პრაქტიკა, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და კორპორატიული სამართლის მიმართულებით. ჩაბარებული აქვს ადვოკატურის საერთო, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები. 2011 წლიდან კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ჩვენი კომპანია წარმატებებს უსურვებს ახალ მმართველ პარტნიორს. გვჯერა მისი მონაწილეობა კომპანიის მართვაში დადებითად აისახება ჩვენი კლიენტების საქმიანობასა და ინტერესებზე.