გეწაძე და პატეიშვილმა მოიგო სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში

04 ოქტომბერი 2011

2011 წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე, სადაც მოპასუხეების გურამ ქაცანაშვილის და პაატა ნუცუბიძის ინტერესებს იცავდა შპს „გეწაძე და პატეიშვილი“, დავის საგანს წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურება თანხით 76 376,53 ლარი. 

საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და სარჩელი არც ერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა. ამასთან ერთად გაუქმდა საქმეზე მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებებიც და ყადაღა მოეხსნა მოპასუხეების მატრიალურ და არამატერიალურ აქტივებს.