სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა

20 იანვარი 2014

შპს “გეწაძე და პატეიშვილი”-ს პარტნიორი გია გეწაძე, დანიშნულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრად. 

2014 წელი

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 დეკემბერს №1479-ს დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა. საქართველოს პარლამენტმა ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი ბატონი გია გეწაძე დანიშნა აღნიშნული კომისიის წევრად.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კოლეგის მიღწევით და ვუსურვებთ მას წარმატებებს მის კარიერაში.