საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო მონიტორინგის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

21 ოქტომბერი 2019

   2019 წლის 9 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო მონიტორინგის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდა ჩვენი კომპანიის პარტნიორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი.

ამირან გიგუაშვილმა წარმოადგინა მოხსენება სისხლის სამართლის საქმეთა პრაქტიკის შესახებ. მან ისაუბრა იმ აქტუალურ პრობლემებზე, რომელიც არსებობს გამოძიების და სასამართლო განხილვებისას და დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა ადვოკატთა ასოციაციის მოსაზრებები პრობლემების გადაწყვეტის მიზნით.

ჩვენი კომპანიის პარტნიორის მოხსენებამ დამსწრე უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების და იურიდიული სფეროს წარმომადგენლების მოწონება დაიმსახურა.