ბერლინის კონფერენცია

22 ივლისი 2010

2010 წლის 14-17 ივლისს, ბერლინში გაიმართა საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტის შემმუშავებელი კონფერენცია – Berlin - Conference, რომელსაც ორგანიზებას უწევდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) და რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოწვეული კონსტიტუციონალიზმისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ექსპერტები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის 20-მა წევრმა, რომელთაგან ერთ-ერთი გახლდათ ჩვენი იურიდიული კომპანიის პარტნიორი ბატონი გია გეწაძე.

კონფერენციაზე მოხდა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის საბოლოო პროექტის განხილვა, რომელიც 19 ივლისს მოწონებულ იქნა საკონსტიტუციო კომისიის გაფართოებულ სხდომაზე თბილისში და გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტისათვის წარსადგენად.