გეწაძე და პატეიშვილის წვლილი მსოფლიო ბანკის პროექტში "ინვესტიცია საზღვრებს გარეთ 2010"

20 სექტემბერი 2010

ფინანსური და კერძო სექტორის განვითარების, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა მადლობა გადაუხადა გეწაძე და პატეიშვილის თანამშრომლებს კონსტანტინე ერისთავსა და სალომე სართანიას მათ მიერ შეტანილი წვლილისათვის მსოფლიო ბანკის პროექტში "ინვესტიცია საზღვრებს გარეთ 2010". პროექტის პრეზენტაცია დიდი წარმატებით ჩატარდა 7 ივლისს ვენაში. მსოფლიო ბანკის მიერ აღნიშნულ პროექტში გეწაძე და პატეიშვილის მიერ გაწეული წვლილის შესახებ ინფორმაცია განთავსებულ იქნა მსოფლიო ბანკის შემდეგ ვებ-გვერდზე: iab.worldbank.org.  

“ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010”-ის მოხსენება და ონლაინ ბაზა (www.investingacrossborders.org) სთავაზობს კომპანიებს და მთავრობებს მაჩვენებლებს, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რამდენად უწყობენ ქვეყნები ხელს უცხოური კომპანიების მიერ მათ ბაზარზე შემოსვლასა და გარკვეული ოპერაციების განხორციელებას. გამოკითხული 87 ქვეყნიდან, თითოეული ქვეყნის შესახებ მოხსენებაში განსაზღვრულია სექტორები, სადაც შეზღუდულია უცხოური ინვესტიციების შემოდინება, აგრეთვე მოსენება გზამკვლევია იმ კომპანიებისათვის, რომელთაც სურთ უცხოური ფილიალების დაარსება და უძრავი ქონების შეძენა. მოხსენებაში შეფასებულია კომერციული საარბიტრაჟო სისტემის ძლიერი მხარეები და აგრეთვე მოცემულია არაერთი მაჩვენებელი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების რეგულირებასთან დაკავშირებით. პოტენციური ინვესტორებისათვის, მოხსენებაში მოცემულია ქვეყნების სამართლებრივი გარემოს განმსაზღვრელი მაჩვენებლები.