2010 წლის 7 აპრილს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ერთის მხრივ, კავკასიის უნივერსიტეტსა და მეორეს მხრივ, გეწაძე და პატეიშვილს შორის, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი პროგრამის – იურიდიული კლინიკის განხორციელებას. პროგრამა ხორციელდება იურიდიული კომპანია “გეწაძე და პატეიშვილი”-ს ბაზაზე და წარმოადგენს პრაქტიკულ კურსს, რომელიც მიმართულია კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტების საადვოკატო საქმიანობაში ჩართვისა და მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ.
პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან: 1. 1 თვიანი ონლაინ სწავლება (მოსამზადებელი პერიოდი). 2. 3 თვიანი ინტენსიური პრაქტიკული სწავლება.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა იურიდიულ საქმიანობებში.
პროგრამა მოიცავს შემდეგ პრაქტიკულ საკითხებს: პროფესიული ეთიკა; კლიენტის კონსულტირება; სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება; ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები; სასამართლოში წარმომადგენლობა;
იურიდიული კლინიკის პროგრამის დაწყების თარიღია 2010 წლის სექტემბერი.
უახლოეს მომავალში კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ რეჟიმში დარეგისტრირდნენ გეწაძე და პატეიშვილის ვებ-გვერდზე იურიდიული კლინიკის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.